საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს წევრები ბელარუსიის ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარე ვიქტორ ჩაიჩიცს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები განხორციელებული პროექტები. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა თანამშრომლობის მემეორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც გულისხმობს საინფორმაციო–ანალიტიკური, მეთოდური და კვლევით საქმიანობას, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შემუშავებას. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები და თემატური სემინარები არსებული პრობლემის გადასაწყვეტად შესაბამისი წინადადებების შემუშავების მიზნით, რომელიც საქართველოს და ბელორუსიის ტერიტორიაზე არსებული საერთო ინტერესს წარმოადგენს.